კატეგორია: პატრიოტული, ხალხური გიორგი გოგოლაური & ლადო დონგვანი – სამშობლო

გამოქვეყნდა: Sep 6th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 23,167

Giorgi Gogolauri & Lado Dongvani – Samshoblo

ვზივარ მთის ძირას მდუმარე, ნიავი მივლის მხრებზედა
ჩამომავალი უბრალი, მდინარე მოჰყეფს ხევზედა,
თვალუწვდენელი ქედები ზეცისკენ მიიხარიან
მწვანედ ბიბინებს მთა-ბარი, ველად იები ყვავიან.

მისამღერი:
.. სამშობლო ლამაზო, სამშობლო ღვთიანო
შენს მთების კალთებზე ყოფნა მწადიანო,
ღვთისაგან ნაკურთხო სამოთხე მზიანო
შენს მთების კალთებზე ყოფნა მწადიაო.

რა ლამაზი ხარ მამულო ვერ ვძღები დავტკბე შენითა
შენს მიწას ჩოქვით დავკოცნი და დაგისველებ ცრემლითა,
ნეტაი ჩვენს მიწა-წყალზე ქვეყნად არავინ ტიროდეს
ხარობდნენ მყოფნი ერითა, სამშობლოს ყველა ტიროდეს.

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!