კატეგორია: პოპ ვახტანგ კიკაბიძე – ყვავილების მიწა

გამოქვეყნდა: Aug 9th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,611

Vakhtang Kikabidze – Kvavilebis mitsa (Album: Tbilisskie pesni)
(მუსიკა: კ. ცაბაძე, ტექსტი: შოთა ნიშნიანიძე)

დილით კვირა დღეობით, როცა ქალაქს სძინავს
აზრიალებს მთელ უბანს “ყვავილების მიწა”,
სურნელებით, მხნეობით აივსება ქალაქი
როგორც ვებერთელა ყვავილების კალათი.

ბანზე გადმოდგებიან ჩვენი ლამაზმანები,
ყვავილის ქოთნებივით დამშვენდება ბანები.

მისამღერი:
.. გოგოებო იყიდეთ “ყვავილების მიწა”! X2

ვაი, შენ საცოდავო, მაგ ყვირილზე გიცან
ცოცხალი ხარ კიდევა, შინდისელო ბიძავ.
ჩანს თბილისის სახეზე, როგორც ძველი ნახმლევი
ყანწებივით ქუჩები, ქოთნებივით სახლები.

გაქრა ძველი თბილისი თავის ციებ-ცხელებით
თავის მაწვნის ქილებით, სახედრებით, ცხენებით.

მისამღერი X2

მე კი, როცა მოვკვდები, არ ვინაღვლი ვფიცავ
მოვიდოდე ოღონდაც, ყვავილების მიწად
და თბილისის ქუჩებში ჩამატარონ მკვირცხალად
გოგოებმა (ლამაზებმა) მიყიდონ ყვავილების მიწად.

ბანზე გადმოდგებიან ჩვენი ლამაზმანები,
ყვავილის ქოთნებივით დამშვენდება ბანები.

მისამღერი..

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (5 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ვახტანგ კიკაბიძე - ყვავილების მიწა , 10.0 out of 10 based on 5 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
განცხადება