კატეგორია: პოპ ელგუჯა ბურდული – მთას ვიყავ

გამოქვეყნდა: Jul 28th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,893

Elguja Burduli – Mtas vikav
(ტექსტი: ვაჟა ფშაველა)

მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,
თვალწინ მეფინა ქვეყანა,
.. გულზედ მესვენა მზე–მთვარე,
ვლაპარაკობდი ..ღმერთთანა(ო)…” X2

(საკეთილდღეო ქვეყნისა
მედვა სულად და გულადა:
სიცოცხლე, მისთვის სიკვდილი
მქონდა მეორე რჯულადა.

ეხლა თავ-თავქვე მოვდივარ,
ხევში მიმელის ბნელია,
თან მიმდევს ფიქრი მწუხარე,
გულის, გონების მწველია.

მაღლიდამ დაბლა ჩამოსვლა,
ვაჰმე, რა მეტად ძნელია!
წამლობას ვეღარ გამიწევს
ეხლა ცრემლები ცხელია,

რად მოვალ, თავქვე რად მოვალ,
ჩემს თავს რად ვიხდი ტიალად?
იმ მთას თავს რისთვის ვანებებ,
თუნდ ვიქცე ტანჯვის ფიალად?!)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!