კატეგორია: GeoLyrics, პოპ ვახტანგ კიკაბიძე – სუბსარქისის ქარო

გამოქვეყნდა: Apr 24th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,487

Vakhtang Kikabidze – Subsarqisis qaro (Surp Sarkisis qaro)
(ლექსი: დოდო გვიშიანი, მუსიკა: ვაჟა აზარაშვილი)

სუბსარქისის (სურპ სარქისის) ქარო, შუშაბანდებს (ქუჩაბანდებს) გაჰყე
ორთაჭალის ბაღში ჩემი სატრფო ნახე,
დაუკოცნე თვალი, ბაგე-ტუჩის ლალი
და წაჰკიდე გულზე სიყვარულის ალი.

მოეფერე (მოეხვიე) ქარო, შემოხვიე მკლავი
და უმღერე ჰანგი გულის მოსაკლავი,
დაუკოცნე თვალი, ბაგე-ტუჩის ლალი
და წაჰკიდე გულზე სიყვარულის ალი.

მოეფერე ქარო, შემოხვიე მკლავი
და უმღერე ჰანგი გულის მოსაკლავი.
უთხარი, რომ მასთან შეკრული ვ(ხ)არ ფიცით
და სალოცავ ხატთან სანთელივით ვიწვი,
სუბსარქისის დღეა და ქარები ქრიან
დღეს თუ მოვა, თორემ ხვალ იქნება გვიან.

მოეფერე (მოეხვიე) ქარო, შემოხვიე მკლავი
და უმღერე ჰანგი – გულის მოსაკლავი,
სუბსარქისის ქარო, შუშაბანდებს გაჰყე,
ორთაჭალის ბაღში
.. ჩემი სატრფო ნახე X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ვახტანგ კიკაბიძე - სუბსარქისის ქარო, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!