კატეგორია: ზამთარი ორერა – თბილისი თოვლისფერია

გამოქვეყნდა: Apr 1st, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,319

Orera – Tbilisi tovlisferia
Орэра – Снежный Тбилиси

(მუსიკა: მ. ლორთქიფანიძე, ტექსტი: მ. ფოცხიშვილი)

თოვლი მოსულა ამ დილით
რაღაც ახალი იწყება,
არა ყოფილა ადვილი
წარსულის გადავიწყება.

იყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა ნეტავი?
იყო პატარა გოგონა,
სუსტი და გაუბედავი.

მისამღერი:
.. სად დაიკარგა, ვინ იცის?
იქნება გზა აერია?
თოვლი მოსულა თბილისში,
.. თბილისი თოვლისფერია.

თოვლის წინ ხელებგაშლილი
ვდგევარ და გული ღონდება,
რა ვქნა თუ ტკბილი სიმღერა
მე მწარედ მომაგონდება.

სად წყდება ფრენით დაღლილი
პატარა ფიფქის ცხოვრება?
რატომ არ არის ადვილი
წარსულთან გამოთხოვება.

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 6.4/10 (5 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +5 (from 5 votes)
ორერა - თბილისი თოვლისფერია, 6.4 out of 10 based on 5 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!