კატეგორია: პოპ რეგიონი – ხახო

გამოქვეყნდა: Mar 26th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,661

REGGAEon – Khakho
(ტექსტი: ხალხური)

აახმიადეთ ხმიადი,
ფანდურისა და დაირის…
ვისაც უნახავს, კვლავ ნახოს…
თოლები მინდოდაურის.

ა, ის ღრუბელნი მიყვარან,
ბოროლაზე რომ დიანო…
ერთიმეორის შაყრასა,
ხარობენ, მაელიანო…

შაიყრებიან ერთადა,
მანანებს ჩამაყრიანო…
რაც უნდა ბევრი ეცადონ…
ჩვენ ერთურთს, ვერ გაგვყრიანო…

გულს, ბევრი უნდა, ტიალსა…
ხარია ალაღებული…
შორს მიდის, ჩემი გონება…
ოცნება გამალებული…

ერთი რამ მინდა სათქმელად…
გულს ნისლად დაბარებული…
ციდან ცა, ქვეყნის გამგესი…
სამღერლად დაბადებული…

იმღერე, გულო იმღერე…
ჟინი მაიკალ გალობით…
ეს გაზაფხულიც ჩამადგა…
ქვეყნის დამდგენის წყალობით…

ა, ის ღრუბელნი მიყვარან…
ბოროლაზე რომ დიანო…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!