კატეგორია: გაზაფხული ბარძიმი – წვიმა და მეზობლის გოგონა

გამოქვეყნდა: Mar 25th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,113

Bardzimi – Tsvima da mezoblis (patara) gogona
(ტექსტი: შოთა ნიშნიანიძე)

.. გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს ფანჯრებს,
ყველა აივანი გადმოკიდებს ჩანჩქერს,
და მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ,
წვიმის ასაღებად გავარდება კარში.

მისამღერი:
.. რომ ხვალ უფრო კარგად
თმები ზიმზიმებდეს,
რომ ხვალ უფრო კარგად
მე ვერ ვიძინებდე X2

გარეთ ჩიტუნები გაფანტულად წვიმით,
მე კი ფანჯარასთან ვერ ვიკავებ ღიმილს,
რომ მეზობლის გოგომ პატარა და ტყუპი
ორად ორი ჩიტი შეიფარა უბით.

მისამღერი X2

..გაზაფხულის თქეში…
მისამღერი …

გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს ფანჯრებს! …

(გარეთ ნიაღვარი ქვებზე აქანავებს
ჩამოცვენილ ფოთლებს და ქაღალდის ნავებს.
მავთულებზე მიჯრით წვეთი წვეთზე ცოცავს
და მე შენსკენ ვატან გაუბედავ კოცნას)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ბარძიმი - წვიმა და მეზობლის გოგონა , 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!