კატეგორია: პოპ ანკესი – მაინც შეაბეს

გამოქვეყნდა: Mar 24th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,650

Ankesi – Maints sheabes

სულის კანკალით დაუცდის მუზას
გაულამაზებს სიცრუეს გუგებს,
მიჯრით მიაწყობს, მერე კი კუზავს
და გვაპოვნინებს ამაში ნუგეშს.

ჟრიამულია აქ ყოვლის მთქმელი
თავდაჯერებით რომ ვიზიარებთ,
მხოლოდ ზღაპრებში არსებობს მკვლელი
ვინ იფიქრებდა? – ჩვენ ვიზიანეთ.

უარესია ყოველი ძველი
ახალი არის, რაც საჩინოა,
ჩირისთვის მიდის საერთო რთველი
გარჯა ერისთვის ხომ საჭიროა.

ფრხილის მოკვნეტით მიღებულ ტანჯვას
სოციალურად გააზიარებს,
მას განაცვიფრებს ამ ხალხის მანჭვა
და მხოლოდ მანჟვას გააპიარებს.

ვის მიუწვდება მეფეზე სილა
ხამს უკანალზე იყუროს ხშირად,
არც ძვალს დააკლებს განკუთვნილ ცილას
არც კიდურები უხდება გირად.

ნუ დავაჯდებით უნიტაზს ფრთხილად
ნუ შევინახავთ პურის ბოლო ქერქს,
ნუღა ვაოცებთ გონებას ხშირად
..საჯდომზე როდესაც ვიხატავთ ერს….

ვინც დაიღალა თავის სიცრუით
ვინცა თქვა,მორჩეს დღეს ეს ყოველი,
ერთ-ერთ სიამეს ჰპოვებს სიყრუვით
ბოროტი გმირი ხდება ნოველის.

ვინც წაიკითხა წერილი დედის
მაგრამ სამშობლოს დაარჭობს დროშას,
ვის არ დაახრჯობს ტორები სევდის
ამ სიამაყეს არ ჩათვლის გროშად.

ვინც არ აჰყვება ღორების პათოსს
და ამ ღრუტუნით არ იხიბლება,
სიბნელეში რომ აკენწლავს მნათობს
რომელიც ძნელად თუ იშიფრება.

გაათამაშებს მოედანს ბურთზე
გადაივიწყებს წარსულ სიამეს,
რევოლუციას მოაწყობს ფურთხზე
მერე კი წავა, მაინც შეაბეს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ანკესი - მაინც შეაბეს, 7.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!