კატეგორია: პოპ ანა ხანჩალიანი – დედა

გამოქვეყნდა: Mar 22nd, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,432

Ana Khanchaliani – Deda
(მუსიკა: ნანა ბალახაშვილი, ტექსტი: ალექსანდრე ბეგაშვილი)

დედა სიკეთის წყაროა, დედა,
დედა ლექსია ალალად თქმული,
დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავთ,
დედის მკერდში ძგერს სამშობლის გული.

მისამღერი:
.. დედა – მუდამჟამ გასახარელი,
შვილებს ალერსით ათბობს, ანაზებს,
დედაზე ტკბილი და საყვარელი,
არაფერია ამ ქვეყანაზე.

დედა! ვიტყვით და გულში ინათებს,
დედის სახელი მზით ნაქარგია,
დედა სინათლე, დედა სიმართლე,
დედა ყოველი, რაც კი კარგია.

დედის გული ხომ ზღვაზე ვრცელია,
შვილისთვის დნება, როგორც სანთელი.
წყაროზე წმინდა დედის ცრემლია,
დედის ღიმილი ზღვაზე ნათელი.

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!