კატეგორია: პოპ მაია ჯაბუა – წვიმა მოვა

გამოქვეყნდა: Mar 19th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,459

Maia Jabua – Tsvima mova
(მუსიკა რუსა მორჩილაძე, ტექსტი: ირინა სანიკიძე)

ზღვა იყო უცნაურად ლურჯი
და იყო უსასრულო ცა,
ოცნება ინთებოდა სულში
მესმოდა მხოლოდ შენი ხმა.

რამდენი სითბო იყო გულში
მეძახდა სიყვარულის გზა,
ეს იყო ყველაფერი გუშინ
არ ვიცი რა იქნება ხვალ.

მისამღერი:
.. ხვალ ალბათ ..წვიმა მოვა
და ჩუმად წაშლის ნაკვალევს,
ხვალ ალბათ სულ სხვა მოვა,
მოვა და თავს შემაყვარებს.
წვიმა მოვა, მოვა და წაშლის ნაკვალევს,
და ალბათ სულ სხვას შემაყვარებს.

ხომ გახსოვს ყვავილების თოვა
და ზღვაში ჩაძირული მზე,
მინდოდა ჩუმად რაღაც მეთქვა
და მაინც ვერ გითხარი შენ.

სიჩუმეს ვერ უძლებდა გული
სიყვარულს ვერ უთმობდა სხვას,
ეს იყო ყველაფერი გუშინ
არ ვიცი რა იქნება ხვალ.

მისამღერი ..

უკვალოდ არაფერი ქრება
დრო რა უეცრად გავიდა,
და თუმცა მოგონება რჩება
მე მაინც ვიწყებ თავიდან.

მისამღერი ..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
მაია ჯაბუა - წვიმა მოვა, 8.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!