კატეგორია: პოპ მამუკა ჩარკვიანი – თბილი წვიმა

გამოქვეყნდა: Mar 18th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,283

Mamuka Charkviani – Tbili tsvima
(ტექსტი: ჯანსუღ ჩარკვიანი)

ახლა რა ვუყო, როცა აღარ ხარ,
ხარ ატანილი ვარსკვლავთა მიერ,
ჩემთან მტვერია ისევ ამაღამ
და წვიმა მოდის თბილი და მღვრიე.

ახლა რა ვუყო, როცა მარტო ვარ,
ატანილი და სადღაც მიმქრალი,
შენი წვიმებით მინდა დათრობა
და შენი მკერდისფერი ჭიქებით.

ერთხელ სინათლეს მომტაცებ, ალბათ
სიმწვანით შეცვლი ჩემს მწუხარებას,
ყველაზე ლამაზს ჩაიცვამ კაბას
და გამიტაცებ თეთრი ქარებით…

ერთხელ კი, ერთხელ და მჯერა ერთხელ,
მაგრამ ამაღამ არის სიცივე,
თბილი წვიმები ძვალში გამტეხენ,
შენც მიმატოვე და მომიცილე.

ერთხელ კი, მაგრამ მითხარი-როდის,
მე მინდა ახლა, როცა მარტო ვარ.
ამქვეყნად ყველას საშველი მოდის-
მე შენი წვიმით მინდა დათრობა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!