კატეგორია: პოპ ბერა – დედა

გამოქვეყნდა: Mar 8th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 8,872

Bera – Deda

სიყვარულზე ლაპარაკობ მაშინ როცა არ გიყვარს,
მინდა ვიმღერო ის რაც დღემდე არ მითქვამს,
ოცნება წამიყვანს შორს…
დავხუჭავ თვალებს, ვიხსენებ დროს …

ყველაზე ლამაზი ბავშობა მაჩუქეს,
23 დეკემბერი ველოდები საჩუქრებს,
მითხარი რა შეცვლის იმ ნამცხვრის სიტკბოს,
რა შეცვლის შეკრული ოჯახის სითბოს…

იცის როცა მიჭირს, იცის როცა მცივა,
რაც არ უნდა ვქნა, იცის როცა მტკივა,
და როცა ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ ერთად
ხანდახან ცრემლებსაც ვიკავებთ ერთად.

იმედია ზედმეტად არ გტკენდი,
ხანდახან ვჩხუბობდით, გაკვეთილებს ვაცდენდი,
გავჩერდი ბოლო ფრაზა არ მომდის ,
როგორ ვთქვა რომ მიყვარხარ,
ეს სიტყვაც კი არ მყოფნის.. დეეეეე…

მისამღერი:
.. ყოველ წამს, ჩემს გვერდში დგას,
ვგრძნობ შენს თავს…
ყოველ წამს, ჩემს გვერდში დგას
ვგრძნობ შენს თავს .. დედა, დედა,დედა.

სულ მინდოდა სულ სხვა ვაგიჟებდი ჩემებს,
სწავლა დაიწყო ყველა მეძებს,
დავალების მაგივრად ვწერდი ლექსებს,
არ ავიღე დიპლომი ჩამოგიტანთ გრემებს.

თავიდანვე მარტო თქვენ მიგებდით
ირგვლივ ყველა იცინოდა ცხოვრობდნენ წიგნებით,
ამ გრძნობას ვერ გადმოსცემ სიტყვებით
ნახე, სად ვართ დღეს ნახე, ხვალ სად ვიქნებით..

მახსოვს ყველაფერი სად და როგორ დაიწყო,
მაშინ შოუბიზნესი არ იყო,
ვიყავი ვარსკვლავი ოჯახი ჩემი პატარა ცა იყო,
პირველი ფანი, ჩემი პატარა და იყო.

კლასის ფანჯრიდან ცხოვრება მოკლედ არ ჩანდა
ერთი სული შებერვით დრომ ყველა გაგვფანტა,
სიყვარულით გამზარდა და ცხრა თვე მატარა,
ვინც არ უნდა გავხდე ვიქნები მისი პატარა .. დეე….

მისამღერი..

ეეეეჰ,…. თუ ამ სიმღერას უსმენ,
და თუ დედა გვერდში გყავს,
გთხოვ ჩაეხუტე და უთხარი ყველაფერი
რასაც გრძნობ,… სანამ დროა…..

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
ბერა - დედა, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!