კატეგორია: პოპ ნინო ბოლქვაძე – მეფის ქალი

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,167

Nino Bolkvadze – Mefis qali
(მუსიკა: რუსუდან სებისკვერაძე, ტექსტი: დავით მაღრაძე)

ოცნებად ვიხდი რაღაც ურთულესს
მომყავს ვარსკვლავთან მთები ამალად
ღრუბელი ღრუბელს ჩაუჩურჩულებს
.. და საიდუმლოს ღამე დამალავს X2

მისამღერი:
.. მთელი ღამე რომ თოვლმა ითოვოს,
ატამი მაინც გაიკვირტება,
მეფის ქალი რომ გლეხმა ითხოვოს,
ამაღამ არც ეს გამიკვირდება X2

ღელავს ასული და გალობს შაშვი,
მიმალულია ვარსკვლავთ კრებული
და მოსჩანს მთვარე – ობოლი ბავშვი,
.. შუაღამეში მიტოვებული X2

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!