კატეგორია: პოპ ურმული – სიმღერა თბილისზე

გამოქვეყნდა: Mar 4th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,132

Urmuli – Simghera Tbilisze (Moon Mtatsminda, Daval mudam)
ანსამბლი „ურმული“ – სიმღერა თბილისზე
(მთაწმინდის მთვარე, დავალ მუდამ)
(ტექსტი: გიორგი ხუხაშვილი, მუსიკა: გიორგი ცაბაძე)

დავალ მუდამ მოხიბლული
შენი თილისმით,
..ვეძებე და ვერსად ვპოვე
მე სხვა თბილისი X2

მოვიარე შორი გზები,
სად არ მაწვიმდა,
.. ვეძებე და ვერსად ვპოვე
მე სხვა მთაწმინდა X2

რაგინდ ფიქრმა გული მძიმედ
გადამინისლოს –
.. მომაგებებ მზეს და იმედს,
ჩემო თბილისო X2

(რომ დაგტოვო ერთი დღითაც,
მომენატრები.
სულში მუდამ შრიალებენ
შენი ჭადრები.)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.5/10 (8 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +4 (from 4 votes)
ურმული - სიმღერა თბილისზე, 9.5 out of 10 based on 8 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
განცხადება