კატეგორია: პატრიოტული თამრიკო გვერდწითელი – რექვიემი (დედის ტირილი)

გამოქვეყნდა: Mar 4th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,641

Тамара Гвердцители – Реквием (Плач матери)
Tamara Gverdtsiteli – Requiem (Dedis tirili)

(ტექსტი: შოთა ნიშნიანიძე)

– სიზმრად ვნახე თეთრი გედი… ნეტავ, დედა, რაო?
სანთლები და მგალობლები… ნეტავ, დედა, რაო?
დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო,
ფრთას მიქნევდა… და მღეროდა… ნეტავ, დედა, რაო?

– თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასო!…
შენც სიმღერით მომიკვდები… ვაჰ, შენს დედასაო!
– ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო,
შავს მიჰქონდა მდინარესა ..ნეტავ, დედი(ა) X3, რაო?

– თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა? ვაჰ, შენს დედასაო?
შვილო, შავეთს გათხოვდები… ვაჰ, შენს დედასაო!
– მიწას ხარი ჩაღმუოდა… ნეტავ, დედა, რაო?
– შვილო, მამაშენი არი… ვაჰ, შენს დედასაო!

– ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო?
– ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო!
– ვითომ ყვავილები წვიმდა… ნეტავ, დედა, რაო?
– ..საქართველო ატირდება X2 … ვაჰ, შენს დედასაო!…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.8/10 (4 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თამრიკო გვერდწითელი - რექვიემი (დედის ტირილი), 7.8 out of 10 based on 4 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!