კატეგორია: პატრიოტული ქართული ხმები – ჩემი მიწის სადღეგრძელო

გამოქვეყნდა: Feb 27th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 6,135

Georgian Vocies & Zaur Bolkvadze – Chemi mitsis sadghegrdzelo
(ტექსტი: მედეა კახიძე)

ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე
საქართველოს
საოცნებო გზები,
გრძელი, როგორც
ჩვენი მრავალჟამიერი,
ხვავრიელი,
როგორც პურის ძნები.

ვძებნე, ვძებნე, ვერ მოვძებნე
ოცნებაში დახატული მოყმე,
.. მინდა, ვიყო
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწის
სადღეგრძელოდ მოვკვდე X2

(მუმხლი მუხას ეხვეოდა,
ყორანივით დაგვყიოდა მტერი,
კაფეს, კაფეს, ვერ გაკაფეს
ეჭვებივით ჩახლართული ტევრი)

ლეწეს, ლეწეს, ვერ დალეწეს,
განა მართლა
თავზე ჩემოგვექცა
ვარკვლავების
ჩიხტიკოპით დახურული,
საქართველოს მადლიანი ზეცა.

ვძებნე, ვძებნე, ვერ მოვძებნე
ოცნებაში დახატული მოყმე,
.. მინდა, ვიყო
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწის
სადღეგრძელოდ მოვკვდე X2

(მინდა, ვიყო
გმირი თინა წავკისელი,
შორი გზიდან
მიყიოდეს მოყმე,
ვიყო მისთვის
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწის
სიცოცხლისთვის მოვკვდე)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!