კატეგორია: პოპ მალვინა თურაძე – ვინ გითხრა

გამოქვეყნდა: Feb 19th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,460

Malvina Turadze – Vin gitkhra

ეს ყველაფერი დამთავრდა
მომავალი რომ დაარქვი,
ის გრძნობა წარსულს ჩაბარდა
სიყვარული რომ დაარქვი.

წარსული არ დაბრუნდება
არც გაბზარული მთელდება
და ყველაფერი დამთავრდა
ხვალ სხვა დილა თენდება.

მისამღერი:
.. ვინ გითხრა რომ შენი ვიქნები?
ვინ გითხრა რომ უკან დავბრუნდები
ვინ გითხრა? ვინ გითხრა? ვინ გითხრა? X2

ჩვენი ზღაპარი დასრულდა
შენ დარჩი სადღაც წარსულში,
აღარასოდეს არ მოვალ
არ გაქვს ადგილი ამ გულში.

მომავლის ხმები მეძახის
შორს მიხმობს ჩემგან ოცნება
ეს გული შენ არ გეკუთნის
არც არასოდეს იქნება.

მისამღერი X2

ვინ გითხრა რომ შენი ვარ
შენი არასდროს ვყოფილვარ
არც არასოდეს ვიქნები
არც არასოდეს ვყოფილვარ.

ვინ გითხრა თითქოს შენი ვარ (ვინ გითხრა შენი ვიქნები)
შენი არასდროს ვყოფილვარ
არც არასოდეს ვიქნები (არც არასოდეს ვიქნები)
არც არასოდეს ვყოფილვარ.

მისამღერი X2

ვინ გითხრა რომ…
ვინ გითხრა რომ უკან დავბრუნდები
ვინ გითხრა რომ…
ვინ გითხრა რომ..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!