კატეგორია: პატრიოტული ვალერი ლომსაძე & ჯადოსნური გზები – მშვიდობა თქვენდა

გამოქვეყნდა: Feb 12th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,745

Valery Lomsadze & Jadosnuri Gzebi – mshvidoba tqvenda
(მუსიკა: ნუგზარ ერგემლიძე)

მშვიდობა თქვენდა, მშვიდობა თქვენდა
ისევ ვიმღეროთ რაც გვიმღერია,
რომ სიყვარული არ კვდება ქვეყნად
რომ ეს სიცოცხლე მშვენიერია.

ვიაროთ ერთად, ვიაროთ ერთად
ჩვენი მეგზური სიყვარულია
ეს საქართველო დალოცა ზეცამ
მზე ქართველოს წმინდა გულია.

.. სადღაც იცინის ლამაზი გოგო
ქვეყნიერებას ბიჭი ჰპირდება
ასე იყო ასე არის და მარადჟამს ასე იქნება X2

ვადიდოთ მარად, ვადიდოთ მარად
ვისაც არასდროს დაუჩივლია
და დღესაც გვლოცავს სულმნათი შოთა
დღესაც გვარიგებს ბრძენი ილია.

და ეს ქვეყანა ვაშენოთ ერთად
მზედ გავიხადოთ წუთი ყოველი,
რომ ჩვენც ავაგოთ ჯვარი და მცხეთა
ჩვენც ავაშენოთ სვეტიცხოველი.

ახალგაზრდობა სიკეთეს თესავს
და დედამიწა მადლით ივსება
ასე იყო ასე არის და მარადჟამს ასე იქნება

მშვიდობა თქვენდა, მშვიდობა თქვენდა!

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.0/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ვალერი ლომსაძე & ჯადოსნური გზები - მშვიდობა თქვენდა, 8.0 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!