კატეგორია: პატრიოტული, რეპი ბერა – გპირდები

გამოქვეყნდა: Feb 7th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 13,693

ბერა ივანიშვილი – გპირდები
Bera Ivanishvili – Gpirdebi

რაც არ უნდა გერქვას, შენი სისხლია წითელი,
რაც არ უნდა გეცვას, შენც დაიბადე შიშველი,
და თუ გამიჭირდა, მითხარი ვინ მიშველის?!
ან საერთოდ არ ვიქნები, ან ვიქნები პირველი.

ხანდახან ვიბნევი, პასუხებს გთხოვ,
როგორ ავაშენო ის, რასაც ვერ დაანგრევს დრო?
მოგმართავ შენობით, ვიყურები მაღლა,
მხოლოდ შენ იცი ვინ ვარ მართლა.

სიყვარულს ვნახავ, დიდ ოჯახს შევქმნი,
მოვივლი მსოფლიოს, ისტორიას შევცვლი,
ბოლოს გეტყვი, “ქართული ოცნება” ავიხდინე,
დავიბადე ცრემლებში, წასვლის წინ გავიღიმე.

დეკემბერი 1994, აქ ვარ,
გამარჯობა ცხოვრებას, მოვედი,
მე-7 პალატა მე-4 სართული,
დავიბადე პარიზში თავიდან ფეხებამდე ქართული.

ნახე რას გავს, ქართველია თეთრია,
მოდი დავცინოთ, მთელ სკოლაში ერთია,
გეგონეთ სუსტი, შეგშლიათ,
ქართულ ოცნებას ვერ ხედავთ, ის ჩემშია.

ვიყავი მარტო, არავინ არ მგავდა,
ყველა ცდილობდა, ვერავინ მჩაგრავდა,
ჩემი მიზანი გეგონა სიზმარი,
მივაღწევ, მოვალ და გეტყვი, ხომ გითხარი…

და თუ ჩვენთან ხარ, ბოლომდე დარჩი,
გახსოვდეს ვინ ხარ, არ იტირო ხალხში,
მალე ყველა იამაყებს ჩვენით… გპირდები…

ქართულ ოცნებს ვჭირდებით!

დრო მიდის, დეე… აღარ ვარ ბავშვი,
ქვეყანა მენგრევა, როგორ ვიჯდე სახლში,
მალე ყველა იამაყებს ჩვენით… გპირდები…
ქართულ ოცნებას ვჭირდებით!

არავინ მელოდა, არავის ჯეროდა,
ვიშრომე, ვიბრძოლე, შევძელი უთქვენოდაც,
მე გთვლიდი მეგობრად, შენ ითვლიდი ფულს,
ყველა მცნობს, არავინ იცნობს ჩემს გულს.

გგონია, უდარდელად ვიზრდებოდი,
გგონია, ჩემს ადგილას, ყველაზე ბედნიერი იქნებოდი,
გგონია, თავს ვთვლი ვარსკვლავად, ცაში ვარ…
გგონია, ნიუ-იორკშიც სახლში ვარ.

გგონია არ მინახავს ტკივილი და სიცივე,
8 აგვისტოს მეც შენსავით ვიტირე…
მეც შენსავით მეტკინა,
მეც მაქვს გრძნობა,
მეც მყავს მტრები, მეც ვიცი ძმობა.

შეუძლებელს შევძლებთ!!!

ჩვენი ახალგაზრდული ფრთა,
მთელ ქვეყანას ვაჩვენოთ გზა,
ბოლოს ვთქვათ, “ქართული ოცნება” ავიხდინეთ,
დავიბადე ცრემლებში, წასვლის წინ გავიღიმე…

და თუ ჩვენთან ხარ, ბოლომდე დარჩი,
გახსოვდეს ვინ ხარ, არ იტირო ხალხში,
მალე ყველა იამაყებს ჩვენით… გპირდები…
ქართულ ოცნებს ვჭირდებით!

დრო მიდის დეე… აღარ ვარ ბავშვი,
ქვეყანა მენგრევა, როგორ ვიჯდე სახლში,
მალე ყველა იამაყებს ჩვენით… გპირდები…
ქართულ ოცნებას ვჭირდებით!

გავიხსენეთ, როგორ მოვედით ამ ქვეყნად,
გვიხაროდა, გვიყვარდა და ვიყავით ერთად,
ვუყურებდით ცას და ვეხებოდით ვარსკვლავს,
ბედნიერ ბავშვობას არაფერი კარგავს.

გავიხსენეთ, როგორ მივაღწიეთ მიზნებს,
როგორ, ვეფერებოდით ჩვენი შვილების შვილებს,
გავიხსენეთ, როგორ არ გვინდოდა წასვლა,
არ ვიცოდით, რა გველოდა, აქ მაღლა …

ეჰჰ, შეიძლება, დღეს ვერ მხედავ,
მაგრამ იცოდეთ, რომ აქ ვარ და ყოველთვის შენს გვერდზე ვიქნები.
“ქართული ოცნება”…

მალე ყველა იამაყებს ჩვენით… გპირდები…
ქართულ ოცნებას ვჭირდებით!

დრო მიდის დეე… აღარ ვარ ბავშვი,
ქვეყანა მენგრევა, როგორ ვიჯდე სახლში,
მალე ყველა იამაყებს ჩვენით… გპირდები…(გპირდები…)
ქართულ ოცნებას ვჭირდებით!!!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
ბერა - გპირდები, 10.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!