კატეგორია: პოპ ტრიო სიმი – ლოთები

გამოქვეყნდა: Feb 6th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,640

Trio Simi – Lotebi
(მუსიკა: ჯანსუღ კახიძე)

ცვივა ხმელი ფოთლები
ღიღინებენ ლოთები,
მაგიდები სავსეა
ცარიელი ბოთლებით.

კვლავაც უჭახუნებენ
ჭიქებს თუმცა ცარიელს,
ალბათ ძალზედ ღვინო
დალიეს.

მეც დამისხი დავლიო
კიდევ ერთი ფიალა
იქნებ ღვინომ მომიშუშოს
ტკივილი და იარა.

კიდევ ერთხელ მომაწოდე
ამ ცხოვრების ნაღველი
იქნებ სიმთვრალეში გითხრათ
ყველა ჩემი სათქმელი.

დაჰყვნენ ქუჩას ლოთები
ჩაყუდული ბოთლებით
ალბათ გულში ააგეს
ოცნებების კოშკები

ცვივა, ცვივა ფოთლები
გაყინულან ტოტები
მაგიდები სავსეა
ცარიელი ბოთლებით.

აბა ვის რას უშავებენ?
ეს საწყალი ლოთები.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!