კატეგორია: პოპ მგზავრები – მგზავრული

გამოქვეყნდა: Feb 3rd, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,757

Mgzavrebi – Mgzavruli

(გზები და ქუჩები, ქუჩები, გზები და..
მე ვტოვებ ბაქანს და მაჩერებს ვეღარა,
ცარიელ სადგურში ვარდისფრად შებინდდა
და მატარებლიდან ჩანს ჩემი ქვეყანა)

მე მივდივარ შორს, მე მგზავრი ვარ დღეს
და მიხარია, რომ მე არ ვიცვლი გეზს,
მატარებლის ხმა მე ამ რითმებს მთხოვს
და როცა წვიმს და როცა თოვს.

მისამღერი:
.. მე მივდივარ შორს,
სადაც ცას სულ სხვა ფერი აქვს,
შორს, სადაც ღიმილით მხვდებიან,
შორს, სადაც ოცნება შეისხამს ფრთებს.
შორს, სადაც ცას სულ სხვა ფერი აქვს,
შორს, სადაც ლამაზად მღერიან,
შორს, სადაც ოცნება შეისხამს ფრთებს.

მე მივდივარ შორს, თქვენთან მოვდივარ დღეს
ჩვენი ოცნება ხომ შეისხამს ფრთებს,
მატარებლის ხმა ჩვენ სიახლოვეს გრძნობს
და როცა წვიმს და როცა თოვს.

მისამღერი..

შეისხამს ფრთებს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.5/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: -1 (from 1 vote)
მგზავრები - მგზავრული, 9.5 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!