კატეგორია: პოპ ალექსანდრე პელეგი – დღეს ვერ მოვდივარ

გამოქვეყნდა: Feb 1st, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,469

Alex Pelegi – Dghes ver movdivar
(მუსიკა: ალექსანდრე პელეგი (ელიგულაშვილი),
ლექსი: სულო სეფიაშვილი)

დღეს ვერ მოვდივარ. მე მოვალ, როცა
მომენატრება ძველი ქარები.
მოვა სიბერე და მოვა მოცლა,
ჩამორეკავენ ხსოვნის ზარები.

მე მოვალ, როგორც უხმო ჩივილი,
როგორც ნანატრი ჩვილის გაჩენა,
რომ დაგიამო ყველა ტკივილი,
ოღონდ მაცალოს დრომ და გამჩენმა.

მე მოვალ, როცა წავა ზამთარი,
ნაგვიანევი თოვლი დადნება,
ჭაღარა თმებზე სავსე მთვარე და
თეთრი აპრილი დაგევანება.

დღეს ვერ მოვდივარ. მე მოვალ, როცა
მომენატრება თბილი ქარები.
მოვა სიბერე და მოვა მოცლა,
ჩამორეკავენ ხსოვნის ზარები.

მე მოვალ, როგორც უხმო ჩივილი,
როგორც ნანატრი ჩვილის გაჩენა,
რომ დაგიამო ყველა ტკივილი,
ოღონდ მაცალოს დრომ და გამჩენმა.

დღეს ვერ მოვდივარ. მე მოვალ, როცა
ჩამორეკავენ ხსოვნის ზარები.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ალექსანდრე პელეგი - დღეს ვერ მოვდივარ, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!