კატეგორია: პოპ ჯანსუღ კახიძე – მუხამბაზი

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 16,032

Jansug Kakhidze – Mukhambazi (Tbilisuri serenada)
(“თბილისური სერენადა”, ტექსტი: პეტრე გრუზინსკი, სიმღერა კინოფილმიდან “რაჭა ჩემი სიყვარული”)

შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია,
ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთია,
ექიმობას თუ გამიწევ მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

ჩემს ეზოში გაიარე მადლია
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

შენ ფანჯრებთან ვიღიღინო რას გიშლი,
ამასა გთხოვ შენს ნახვას ნუ დამიშლი
..სილამაზე ცქერით როდი გაცვდება
დარდი ნუ გაქვს აუგი არ დამცდება. X2

ჩემს ეზოში გაიარე მადლია
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

რა მაწუხებს უნდა მიხვდე თავადა,
შენგანა ვარ ასე მძიმედ ავადა,
მიექიმე მოდი სანახავადა,
ავადმყოფი ვერ მორჩება თავადა.

ჩემს ეზოში გაიარე მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

შენს ლოდინში ვრჩები კეთრად რას მიპირებ ქალავ ნეტავ?
რახან დამტოვე ავადა მაშ მოდი სანახავადა, ნა-ნა… ნინა და.

შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 2 votes)
ჯანსუღ კახიძე - მუხამბაზი, 8.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!