კატეგორია: GeoLyrics, პოპ VA – როგორ მიყვარხარ!

გამოქვეყნდა: Jan 18th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,300

Rogor mikvarkhar (Aboboqrebul zghvashi gatareb)
Рогор миквархар (Абобокребул згваши гатареб)

(ტექსტი: შანდორ პეტეფი/Sándor Petőfi)

როგორ მიყვარხარ გრძნობას ვერ ვმალავ
მკლავს უნდობლობა შენგან ფარული
რით დაგიმტკიცო არ მყოფნის ძალა
რით დაგიმტკიცო ეგ სიყვარული.

ჩემი უბრალო სიტყვის არ გჯერა,
რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი,
მიყვარხარ! თუგინდ გითხრა ასჯერაც,
მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი.

მისამღერი:
.. აბობოქრებულ ზღვაში გატარებ
მე კი ვიქნები ჩამქრალი გემი
ჩემი სიკვდილი თუ გაგახარებს
.. შენ შემოგევლოს სიცოცხლე ჩემი X2

ვცხოვრობდე მარტო რა კანონია
ამ ქვეყანაზე სულისტარება
ვისაც ვუყვარვარ მე ის არ მიყვარს
და ვინც მე მიყვარს არ მეკარება.

მისამღერი..

ჩემი ზაფხული უკვე დაზამთრდა
ვარდმა გაგიხსნა თავისი ფრთები
მაინც გშორდები, ისევ გშორდები
.. შენ შემოგევლოს სიცოცხლე ჩემი X2

(რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ,
არ დავზოგავდი შენთვის ათასებს,
შემოგავლებდი ოქროს და ქარვას,
შემოგწირავდი დიდ-დიდ ალმასებს.

მეფე რომ ვიყო, ლალებით სავსე
გვირგვინს დავთმობდი, ოღონდ სუროთა,
ოღონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე
შენი ხელებით მე დამხუროდა.

რომ ცისარტყელა ვიყო შვიდფერი,
ჩუმად, სიტყვასაც კი არ გეტყოდი,
მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიმღერით
წელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.

მზე რატომ არ ვარ, ღრუბლებში სადმემე
დავტოვებდი სამყაროს ფართოს,
თვალს დავხუჭავდი ყველაფრისადმი
რომ შენს თვალებში მეცქირა მარტო)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 5.7/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +3 (from 3 votes)
VA - როგორ მიყვარხარ!, 5.7 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!