კატეგორია: პოპ გიორგი ტიგინაშვილი & მეგი გოგიტიძე – მინდა მოგეფერო

გამოქვეყნდა: Jan 15th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,620

ჯგუფი „მეტი“- მინდა მოგეფერო
Giorgi Tiginashvili & Megi Gogitidze (Group ”Meti”) – Minda mogefero

მინდა ვიყო შენი მხოლოდ,
მინდა ვიყო შენი მხოლოდ,
შენი, შენი მხოლოდ.

მინდა ვიყო შენი მხოლოდ,
შენი შავი კაბის ბოლო,
სულ მათრევდე აქეთ-იქით.
დავამთავროთ ჩვენი სოლო.

მისამღერი:
.. მინდა მოგეფერო, მინდა შენ გიმღერო
.. მე მინდა მოგეფერო, მე მინდა შენ გიმღერო X2
.. მინდა ვიყო შენი მანგო

თამბაქო და ცივი ლოლო
და არ მინდა ჩემს მაგივრად
სხვა ვინმე რომ დააბოლო X2

მისამღერი..

მინდა ვიყო შენი მანგო
რომ გეცეკვო მერე ტანგო
ჩემო კარგო, ჩემო კარგო.

მისამღერი..

(მინდვრის თეთრი ყვავილი ვარ
მკერდიანი, მოციმციმე.
ტყის ფრთიანი პეპელა ვარ
ხვალამდე ვერ ვიფრენ.
საათი ვარ ძეწკვიანი,
შენს ჯიბეში მოწიკწიკე.
პერანგი ვარ ღილიანი,
რითაც ღამე იძინებ.
ის გამთბარი ადგილი ვარ
ლოგინში, რომ ივიწყებ.
ჰაერი ვარ ვნებიანი
შენს კისერთან ვლივლივებ.
მე ვარ შენი ბევრი წყალი
მსვამ და ვერ მსვამ გიჭირს შენ.
მე ვარ ცუდი მონატრება
შენ მიყვარხარ, მაინც სხვები მენატრება.
მე ვარ შენი ცუდი სუნთქვა,
გარდაცვლილი გაპეპლება.
ახლა, ზამბახებს ჩამიქარგავს
ფრთების მოსხმა ალბათ წელში.
მე, ღიმილი გადამიტანს,
საუკუნეს მიმცემს ხელში.
წუთებისგან შეკრულ კონას
საათები აბნევს ტყეში,
ჩვენ ვართ გაჩენილი მზეში,
ჩვენ ვართ გაჩენილი მზეში)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 2.7/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
გიორგი ტიგინაშვილი & მეგი გოგიტიძე - მინდა მოგეფერო, 2.7 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!