კატეგორია: პოპ ქეთევან მირიანაშვილი – ღრუბლების ღმერთი

გამოქვეყნდა: Jan 15th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,277

Ketevan Mirianashvili – Ghrublebis ghmerti
(ტექსტი: თაკო დარბაიძე)

ფიქრებში დავალ, ყველგან გეძებ, მაგრამ ვერ გპოვებ
მე მიწაზე ვარ, შენ კი ზეციდან არასდროს მტოვებ
და ცოდვის სულიც რომ ჩავიცვა, მაინც გიყვარვარ
არაფერს მაკლებ, შენთვის მთლიანი დედამიწა ვარ.

მისამღერი:
.. მე სიყვარულით ფიალას გივსებ ცრემლიან ღვინით
ფიქრებში გხატავ, ფერებს შეგირჩევ სევდიან ინით.
შენ ხომ ღრუბლების ღმერთი ხარ და უკვე წვიმდები
წვიმის წვეთები დამაფრქვიე, მე შენ მჭირდები.

რომ გეტკინება ცდილობ დარდი ღიმით დაფარო
ერთ დღესაც, მინდა, შენს გულს სიმშვიდე გადავაფარო,
შენს წყლიან თვალებს სიკაშკაშე ხომ მოუხდება?
ჩემს გულს იმედი შენი წყალობით არ მოუკვდება.

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!