კატეგორია: პატრიოტული, ხალხური დები გოგოჭურები – სამშობლო

გამოქვეყნდა: Jan 13th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,749

Debi Gogochurebi – Samshoblo
(ლექსი: იოსებ ბაიაშვილი, მუსიკა: დები გოგოჭურები)

ქართული ენის ბგერა ვარ
ნაკარნახები გულისა,
.. მონა ვარ ყურებდაჭრილი
სამშობლოს სიყვარულისა X2

მინდა , რომ ვიყო მალამო
იმის ჭრილობის წყლულისა,
.. ათასი ჭირის მნახველის
ათასჯერ გაყიდულისა X2

ან ტოტი ვიყო იმ ვარდის
ეკლებში ამოსულისა,
.. რო ზედ ბულბული გალობდეს,
სმენა ტკბებოდეს ყურისა X2

ანაც სამსხვერპლო ზვარაკი
ჩვენის წესის და რჯულისა,
.. ან ერთი თესლის მარცვალი
იმ წინაპართა ხნულისა X2

ვინაც სამშობლოს იცავდნენ
და მსხვერპლნი გახდნენ შურისა,
.. ერში დატოვეს სახელი
ჭირიმე იმათ სულისა X2

მაგრამ არც ერთი არა ვარ,
თქმა მმართებს სინანულისა,
.. გუდა ვარ, ფიქრთა საწყაო
ძირგავარდნილის ჭურისა X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!