კატეგორია: GeoLyrics, საახალწლო რომა რცხილაძე & მაია ჯაბუა – ჯადოსნური ღამე

გამოქვეყნდა: Jan 8th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,331

Roma Rtskhiladze & Maia Jabua – Jadosnuri ghame
(ტექსტი: ზ. ხუციშვილი, Frank & Nancy Sinatra – Something Stupid)

შემოდგომა მიიწურა ახალი წლის ღამე ახლოვდებოდა.
ჩვენი ცივი განშორება დავიწყებულ სიზმრად მახსენდებოდა,
შენ სულ სხვა გეცეკვებოდა, ჩემი მზერაც სულ სხვას ეფერებოდა.
ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შენთან ყოფნა მენატრებოდა.
ჯადოსნური ღამე იყო და ჩვენს თვალწინ სასწაული ხდებოდა.
ეს ახალი გატაცება მშორდებოდა და უკვალოდ ქრებოდა.

დრომ თავისი გაიტანა და ეს ღამეც ჩუმად იპარებოდა.
ჩემი ფიქრი და ოცნება გახსენებულ სურნელს უერთდებოდა.
არავინ აღარ მახსოვდა, თვალწინ ისევ შენი სახე ჩნდებოდა.
ყველაფერი კარგად იყო, ისევ შენთან ყოფნა მენატრებოდა.
.. აღარავინ აღარ მახსოვს, თვალწინ ისევ შენი სახე ჩნდება,
ყველაფერი კარგად არის, ისევ შენთან ყოფნა მენატრებ(ოდ)ა.

მენატრება..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!