კატეგორია: GeoLyrics, საშობაო OST – ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო

გამოქვეყნდა: Jan 7th, 2012

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 8,423

Otsakhutsa dekembersa / OST “Veris ubnis melodiebi”
(სიმღერა კინოფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“)

ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, და..

ვარსკვლავები ბრიალებდნენ
აშუქებდნენ ედემსაო და.

მწყემსნი უფალს ადიდებდნენ
ახურებდნენ ღვედებსაო,
ბოლოს ლხინი გაემართად
უხაროდათ დედებსაო.

ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, და..

ალათასა ბალათასა
ხელი ჩავყავ კალათასა,
მე თუ ვერა ვიპოვე-რა
ღმერთი მოგცემთ ბარაქასა.

მზეო სიმართლისაო,
სვეტო სინათლისაო,
ლხინი გაგვიმრავლე და
აგვაშორე სიმდარე.

ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, და..

ღმერთმა ისე აგაშენოთ,
როგორც შიოს მარანიო,
პური, ღვინო ბევრი მოგცეთ
და სიკეთე მრავალიო.

მუდამ ერთხმად ვაგუგუნოთ
ტკბილი ჰარი ჰარალიო,
მზესთან ერთად გვაღვიძებდეს
თავქოჩორა მამალიო.

ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, და..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.6/10 (11 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +10 (from 10 votes)
OST - ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო, 9.6 out of 10 based on 11 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!