კატეგორია: პოპ ლელა წურწუმია & სტეფანე მღებრიშვილი – ერთი სიყვარულის ამბავი

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,169

Lela Tsurtsumia & Stephane Mghebrishvili – Erti sikvarulis ambavi
(მუსიკა: ა. ბადუაშვილი, ტექსტი: ი. სანიკიძე)

ღამე თითქოს ლამაზ სიყვარულზე მღეროდა
და ნიავს მიჰქონდა ხმა.
იცი, ჩემთან ისევ მოხვიდოდი მეგონა,
ნუთუ დაკარგე ოცნების გზა.

მაინც გელოდები სევდიან სიზმრებში,
მაინც მეორდები წვიმიან ფიქრებში.

წვიმს, უცნაურად წვიმს,
ცა ჩემს ფიქრებს სცრის, მოგონებებს შლის,
ისევ წვიმს, უსასრულო გზა,
სევდიანი ცა და წვეთების ხმა.

ისევ აირია გზები შენსკენ სავალი
და ღამის სიჩუმე დგა.

ერთი სიყვარულის სევდიანი ამბავი
ახლა რატომღაც მიჰყვება ქარს.

ისევ გელოდები სევდიან სიზმრებში,
ისევ მეორდები წვიმიან ფიქრებში.

წვიმს, უცნაურად წვიმს,
ცა ჩემს ფიქრებს სცრის, მოგონებებს შლის,
ისევ წვიმს, უსასრულო გზა,
სევდიანი ცა და წვეთების ხმა.

ჩუმად ვიმეორებ მე, მიყვარხარ, რა ვქნა მაინც მიყვარხარ
და ჩვენი დღეები გაფრენილ სიზმარს გავს.
მოხვიდოდი მეგონა, შენი როგორ მჯეროდა,
მაგრამ რა, დამთავრდა გზა.

გადაუღებლად,

წვიმს, უცნაურად წვიმს,
ცა ჩემს ფიქრებს სცრის, მოგონებებს შლის,
ისევ წვიმს, უსასრულო გზა,
სევდიანი ცა და წვეთების ხმა.

ჩუმად ვიმეორებ, მარტოობას გავს.
სევდიანი ცა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ლელა წურწუმია & სტეფანე მღებრიშვილი - ერთი სიყვარულის ამბავი, 10.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!