კატეგორია: პოპ ანრი ჯოხაძე – თბილისო

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,435

Anri Jokhadze – Tbiliso
(მუსიკა: რევაზ ლაღიძე, ტექსტი: პეტრე, გრუზინსკი)

…თბილისო..
…უშენოდ…
…ააა…

ნეტავ სად არის კიდევ ცა,
უძირო, ლურჯი, ხალასი,
სწორედ ისეთი, როგორც შენია,
ნაიარევი წარსულის,
ნანგრევი ნარიყალასი,
ჭაღარასავით შემოგჩენია.

..თბილისო, მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა,
სად არის, სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა. X2

ჩაივლი მტკვართან ხეივანს,
და გაზაფხულის მაყრები,
გეგებებიან მწვანე ჭადრები.
აქ არ იმღერო ძნელია,
აქ ხომ ფოთლებიც მღერიან
და ცას ფირუზზე ლურჯი ფერია.

..თბილისო, მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა,
სად არის, სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა. X2

სად არის, სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!