კატეგორია: ზამთარი, საბავშვო ბასტი ბუბუ – გუნდა გუნდა

გამოქვეყნდა: Dec 30th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,688

Basti Bubu – Gunda-gunda
(ტექსტი: ლელა ცუცქირიძე)

გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა,
გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.

გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა.

დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს:
– ჩემი გუნდა სად არის?
მის ძებნაში გადათოვლა
თოვლმა მთელი ქალაქი.

გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა,
გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.

გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა.

გაიხარეს პატარებმა:
ფანტელები ცვივა ციდან,
ეს რა კარგად მოგვილოცა
თოვლმა ახალი წლის დილა.

.. გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 6.3/10 (6 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ბასტი ბუბუ - გუნდა გუნდა, 6.3 out of 10 based on 6 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!