კატეგორია: პატრიოტული ნინი ბადურაშვილი – ფსოუს წყალი

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,009

Nini Badurashvili – Fsous tskali

ეს სისხლიც, ეს ცრემლიც, ეს ძაძაც დროს სურდა.
დროს სურდა დროებით ძმათა გზის არევა.
..ვით დაჭრილ ირმის გუნლს, გულს ისე მოსწყურდა,
მამულის საზღვარზე, ფსოუს წყლის დალევა. X2

ვუმღეროთ სამშობლოს, ძლიერს და ერთიანს.
გვიყვარდეს ერთურთი, ეს ყველას ვალია.
დალიეთ, შვილები მადლობას გეტყვიან,
დალიეთ, გმირებო, ეს ფსოუს წყალია.

მშვიდობის მაცდენთა ცა ხმლებით გახაზეს,
დარდის და ცრემლისთვის, დროს აღარ სცალია,
..დალიეთ, მშვიდობა ვუსურვოთ აფხაზეთს,
დალიეთ გმირებო, ეს ფსოუს წყალია. X2

წავიდა, განქარდა, დღეები საზარი.
დრო იტყვის რაც მოხდა, ვისი რა ბრალია,
დალიეთ, სიხარულს არა აქვს საზღვარი,
დალიეთ, გმირებო, ეს ჩვენი წყალია.

ვუმღეროთ სამშობლოს, ძლიერს და ერთიანს.
გვიყვარდეს ერთურთი, ეს ყველას ვალია.
დალიეთ, შვილები მადლობას გეტყვიან,
დალიეთ, გმირებო, ეს ფსოუს წყალია.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 1.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ნინი ბადურაშვილი - ფსოუს წყალი, 1.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!