კატეგორია: GeoLyrics, საშობაო ბაკურ ბურდული – ალილო

გამოქვეყნდა: Dec 25th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,389

Bakur Burduli – Alilo

ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ანგელოზთა გუნდი გალობს
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, და..

შეხედე სამყაროს, გასხივოსნებულ დღეს
ერთად გავიყოთ ეს სიხარული დღეს,
ხანდახან როცა ჩვენ ვუყურებთ ერთმანეთს
ულაპარაკოდ ვხვდებით ყველაფერს.

მე გაწყენინე დღეს, შენ მაპატიე ეს
ამ ცხოვრებაში ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს,
ხშირდ ვხედავთ სულ ერთს მაგრამ ვგრძნობ მეორეს
რომ ბოროტებას სიყვარული ძლევს.

სიყვარული ძლევს…

როცა ვეცემი მე, შენ გამომიწვდი ხელს
უერთმანეთოდ აქ ვერ დავინახავთ მზეს,
უსიყვარულოდ ჩვენ ვეღარ ვიცხოვრებთ წუთს
თუ ჩვენ ერთმანეთს არ გავუხსნით გულს.

ვისმენთ სხვადასხვა პულტს, ვხედავთ სხვადასხვა დღეს
სხვადასხვანაირად ვუყურებთ ყველაფერს,
მაგრამ ერთი რამ სულ გვაერთიანებს
რომ ბოროტებას სიყვარული ძლევს.

სიყვარული ძლევს…

.. ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ანგელოზთა გუნდი გალობს
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, და… ალილო.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!