კატეგორია: პოპ თამრიკო ჭოხონელიძე – იავნანა

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 43,127

Tamriko Chokhonelidze – Iavnana
(მუსიკა: ჯანსუღ კახიძე)

მზის სხივების აკვანი გაქვს,
იავნანინაო.
ანგელოზის ფრთები გხურავს,
იავნანინაო.
კართან ია გიფენია,
მტრედთან ერთად გიფრენია,
ვარდი, ზურმუხტი, ლალები,
აკვანში დაგიფენია.

ამოდის ცისკრის ვარსკვლავი,
ნანა, ნანი, ნაო,

ნანა, ნანა ქალასაო,
ანგელოზის ძალასაო,
ძილი მოდის თვალასაო,
ნანინა, ნანა, ნა-ნაო.

ანგელოზი გირწევს აკვანს,
იავნანინაო.
თეთრი კრავი გესიზმრება,
იავნანინაო.

ნანას გეტყვი ძილისთვინა,
შენი მოსვენებისთვინა,
იამა გშობა შობითა,
ვარდმა გაგზარდა ქებითა.

შენს დაქალებას მომასწრებს,
მე ღვისმშობელიო,
ნანაო ნანა ქალასაო,
ანგელოსზის ცალასაო,

ძილი მოდის თვალასაო,
ნანაო ნანა, ნა-ნაო.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!