კატეგორია: GeoLyrics, როკი ცეცე & ლაშა ნოზაძე – სინაზე

გამოქვეყნდა: Dec 14th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 10,956

ცეცე & ლაშა ნოზაძე – სინაზე (დაბოლილი მხატვარი)
Cece & Lasha Nozadze – Sinaze (Dabolili mkhatvari)

(ტექსტი: გიგა ჯღარკავა & მამუკა ჯახუა)

(სადა ხარ? … მერე სადა ხარ?…
სინაზე … კვირიდან კვირამდე
წავედი…)

ისე მომენატრა დილით შენი სინაზე ,
ისევ დილით სასთუმალთან მაგრად გინატრე
ისევ გამიტაცეც ოცნებებმა წვიმამდე
ხოდა მე ვიწვიმებ კვირიდან კვირამდე.

ხედავ ამერია გრძედი და განედი
არ გეგონოს ტამაშიდან ისევ გავედი,
მაპატიე თუ ოდესმე შენგან წავედი
მაგის დედაც შეცდომებში მაგრად გავები.

ვესაუბრები ძველისძველ სურათს
ფიქრი დღე და ღამე ცა ფეხით ბრუნავს,
ანდა ყველაფერი გულში როგორ დავტიო
არ მიტირია გიტარას ვუკრავ.

თავისუფლება ჩემს ვნებებს ფარავს
თუმცა მხოლოდ შენ იცი ეს ლექსი ვისია,
თუკი მე რამე ლამაზი მქონდა
მე მაგ ხელებისთვის გადამიცია.

შენთვის ავაშენე პატარა ქალაქი
ოცნებების გზები სიყვარულის გავაბი,
ჰოდა ამ ნახატებს ფერები რომ უხმება
სადღაც დაბოლილი მხატვარი კი კვდება.

მაპატიე თუ გითხარი მიყვარხარო
მაპატიე თუ წამომცდა ჩემი ხარო,
ვიცი გამაგიჟებს ცრემლიანი თვალები
შენ გული დაგეძებს ნუ დაემალები.

(სადა ხარ, მერე სადა ხარ?
შენ ხვალ. მერე სადა ხარ?…
ვაჩერებ დროს წამებს ვერ ვერევი
დაბოლდი ჩემსავით გაშალე ხელები
ვაჩერებ დროს წამებს ვერ ვერევი
იფიქრე ჩემსავით გახუნდა ფერები)

მე ხომ შენ არსებას ჩემი კერპი ვუწოდე
მინდა სანთელივით მუდამ შენთვის ვიწვოდე,
ხოდა ქაღალდის გემს ტალღები რომ ასკდება
უშველე სანამ ის ჰორიზონტს გაცდება.

როცა შენს სარკმელთან ცისარტყელა გაჩნდება
ჩემი კოცნა სინანულით გაგახსენდება,
წვიმის წვეთი მე ვარ ტუჩებზე რომ გადნება
ეს წვიმა შენია, სხვას არ ეკარება.

ყოველთვის როცა ცეკვავენ ქარები
შენზე ოცნებობენ ეს უძირო თვალები,
იცოდე ზეცას მე კიბეს მივადგავ
ამოვალ იქ სადაც გედები მინახავს.

რისთვის დავიწყო დილიდან სიცოცხლე
ხედავ ამ სიყვარულს რა ძალა ჰქონია,
მხრებში გაშლილი მოხუცი ფიქრები
შენთის მღერიან ასე მგონია.

.. სადა ხარ, მერე სადა ხარ?
შენ ხვალ. მერე სადა ხარ?…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!