კატეგორია: ზამთარი ზურა დოიჯაშვილი – დეკემბერი

გამოქვეყნდა: Dec 11th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,227

Zura Doijashvili – Dekemberi
(ტექსტი: ნიკო გომელაური)

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ არ მცვივა თმა.

მისამღერი:
..თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა
მაინც მოვწონვარ ქალს X2

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.

ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს.

მისამღერი X4

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ,
ყოველთვის არის გახსოვდეთ,
,,მაგრამ” და ,,სამაგიეროდ”.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!