კატეგორია: პოპ თამუნა ამონაშვილი – შენმა სიყვარულმა

გამოქვეყნდა: Dec 10th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,247

Tamuna Amonashvili – Shenma sikvarulma
(მუსიკა/ტექსტი ნატო გელაშვილი)

შენმა სიყვარულმა ალერსი მასწავლა
შენმა სიყვარულმა ძალიან დამღალა,
თუმცა შენს თვალში ბავშვი ვარ პატარა
ბავშვი რომელმაც გულით გატარა.

შენმა სიყვარულმა ცხოვრება მასწავლა
შენმა სიყვარულმა ტკივილით დამღალა,
გაივლის დრო, გაივლის აბა რა
დავბორიალებ ჩემი იმედის ამარა.

მისამღერი:
.. ისევე მაგონდები, ისევე მენატრები
დაღლილი ოცნებებით გიხსენებ,
ძალიან მენატრები, შორიდან გეფერები
ოდესღაც მიტოვებულ თითებზე.
მეგონა დამავიწყდი, თურმე მყვარებიხარ ისევე, ისევე.

შენმა სიყვარულმა ტირილიც მასწავლა
უხმოდ გაბუტული დავდივარ პატარა,
ჩემი ოცნება შენით გამთბარა
თუმც შეგერია უკვე ჭაღარა.

შენმა სიყვარულმა ცხოვრება მასწავლა
შენმა სიყვარულმა ლოცვებით გამთბარმა,
კვლავაც გეძახდი, გეძახდი მაგრამ რა
მე ხომ შენს თვალში მხოლოდ ბავშვი ვარ პატარა.

მისამღერი..

ოცნებით გამთბარი შენს სუნთქვას ვინატრებ
რა ვქნა რომ ძალიან მიყვარხარ ისევე.

მისამღერი…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!