კატეგორია: ზამთარი მასტერი & ნატო გელაშვილი – დეკემბერი

გამოქვეყნდა: Dec 8th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,649

Master & Nato Gelashvili – Dekemberi

დეკემბერი დადგა,
უკვე ორი დღეა ხმას არა მცემ რადგან
გაწყენინე, გული გატკინე და ვიცი ისევ ჩემი ბრალია,
არ უნდა დამერეკა, მაგრამ მენატრები ძალიან.

იცი ეხლა რა მინდა? – ცხელი მზე მინდა, დიდი ზღვა მინდა
დავიწყოთ თავიდან, წუთიდან, წამიდან
შენთან ერთად თორემ ისე ცალკე არ მინდა.

დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერი
მე კი ისევ მარტო ვარ და გელი.
(შენთან ერთად თორემ ისე ცალკე არ მინდა)
დეკემბერი დადგაო და ციდან ფანტელს ველი
როგორ მინდა მოფერება, კარგო შენი.

ციდან ცვივა ფანტელი, ცა ფირუზის ფერია
მოგეფერო მინდა მაგრამ სხვისი ხარ და ძნელია.
დრო გადის, ყველა ელის ახალ წელს – მე კი შენ,
გამოჩნდები ალბათ დღეს
ქალაქი თოვლმა დაფარა
მე კი გეძებ იქ, გეძებ აქ, სად გეძებო სად არა.

არა და ვგრძნობ ჩემზე ფიქრობ
არ შემეკამათო კარგათ გიცნობ
ზუსტად ვიცი რა გიყვარს, რა მოგწონს, რა გსურს
და ისიც ვიცი როგორ მეტყვი პასუხს.

შენი ღიმილი ჩემი სიხარულია
ჩემი გული შენი სიყვარულია
ზამთარსაც გადავაგორებთ, ცოტა რთულია
მთავარია ჩვენში გაზაფხულია.

ისევ ერთად ვართ და სულ ესე ვიქნებით
მე, შენ და ეს თეთრი ფიფქები
დეკემბერი დადგა, ცამ იცვალა ფერი
მე შენ მიყვარხარ და შენთვის ვმღერი.

.. ციდან ცვივა ფანტელი.. ცა ფირუზის ფერია
მოგეფერო მინდა მაგრამ სხვისი ხარ და ძნელია X2

დეკემბერი დადგა, ცამ იცვალა ფერი
მე შენ მიყვარხარ და შენთვის ვმღერი.

დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერი.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
მასტერი & ნატო გელაშვილი - დეკემბერი, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!