კატეგორია: GeoLyrics, პოპ ალექსანდრე პელეგი – მოლოდინი

გამოქვეყნდა: Dec 8th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,973

Alex Pelegi – Molodini
(მუსიკა: ალექსანდრე პელეგი (ელიგულაშვილი),
ლექსი: სულო სეფიაშვილი)

მე კი ვითმენ, მაგრამ დრომ არ მოითმინა,
ნაჩქარევად ჩამიარა გვერდით.
ცარიელი დამიტოვა ციცქნა ბინა,
მოტყუების მასვა ალავერდი.

მე კი გიცდი, მაგრამ ქარმა აბეზარმა
შარიშურით ჩაუქროლა ქუჩებს,
გამახსენა შინდისფერი შენი კაბა . . .
მუხლისთავებს ახლა სხვა ქალს უჩენს.

მისამღერი:
.. მე კი გელი, ამ თოვლმა თუ მოგიცადა,
დილის მზის სხივს თუ არ აჰყვა ცაში,
მაგ ბაგეებს საყვედური როგორ დასცდათ,
მამტყუნებ და არც კი ვიცი, რაში.

ცისფერთვალავ, პატარავ და მატყუარავ,
აღარ დადგა ჩემთვის დარის დარი,
სიყვარულის, ოცნებების თეთრო ქალავ,
წვიმას გაჰყევ წვიმის წვეთა ქალი.

დრო არ იცდის, წვიმას ქარი ენაცვლება,
ზამთარს მოსდევს გაზაფხული ჭრელი,
მაწვიმს, მათოვს, უკვე დროც არ მენაღვლება,
დავიღალე, მაგრამ მაინც გელი.

მისამღერი X2

გელოდები, გელოდები . . . სად ხარ . . .
მე მოგიცდი, მაგრამ დრო კი გარბის . . .

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!