კატეგორია: პოპ ნათია აწკარუნაშვილი – ბროლის ნაძვი

გამოქვეყნდა: Dec 5th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,836

Natia Atskarunashvili – Brolis nadzvi
(ტექსტი: ნინო სირბილაძე, მუსიკა: ზურაბ ჩინჩალაძე)

ჯვრიდან გადმოგხედავ
სივრცევ უსასრულო,
დროა აგვერიდო
ჯანღო უსახურო.

ფრენის სურვილს და ჟინს
ვერვინ მოგიკლავს შენ
სულო ჰეი! ლაჟვარდი გზები
საფრენად გიხმობენ!

მისამღერი:
.. დღეს სიმღერა სწყურია სულს
ჩნდებიან გზები მიმალული,
უსმინეთ ცისკრის მნათობთა ჩურჩულს
დრო არის, დროა სიყვარულის X2

შეხე, სხივი ათოვს
ბროლის ნაძვების ტყეს. . .
გულიც ამ მინდვრების
ნორჩი სიმწვანით ძგერს.

ვიცი, რომ სამყაროს
საზღვარს ვერ უპოვი
სულო ჰეი! ლაჟვარდი გზები
საფრენად გიხმობენ!

მისამღერი X2

დრო არ იცდის,
იჩქარე ფრენა. . .
სულ შენი არის ცა იმედის
მარად თან გდევდეს აღმაფრენა
. . . და ჟამი სიმღერის!

მისამღერი X2

დრო არის, დროა სიყვარულის!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!