კატეგორია: პოპ გენო ნადირაშვილი – პატარა გოგო

გამოქვეყნდა: Dec 2nd, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,799

Geno Nadirashvili (Orera) – Patara gogo
(მუსიკა: ვაჟა აზარაშვილი, ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)

ბიჭი გოგოს წერილსა სწერს
არ გაგვიგოს ვინმემ ცუდათ,
ნეტავ იმას ვისაც ესმის
სიყვარულის აბდაუბდა,
ერთ სიმღერას მღერის მუდამ
სხვა სიმღერა აღარ უნდა.

მისამღერი:
.. პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა
პატარა ცა მინდა, პატარა მზე
მე თუ ვარ დღესა ვარ, დარდი ვარ, კვნესა ვარ
ხვალ იქნებ არ ვიყო ამ ქვეყნად მე.

ყურადღებას აღარ გვაქცევს
დაიხურა ზეცა ქუდად
ქუჩებს ელაპარაკება
წავიდა და არ დაბრუნდა,
ფეხით მიდის გულის წორთან
ფაიტონიც აღარ უნდათ.

მისამღერი..

სხვის დუდუკზე არ იცეკვებს
ცხრა ხელმწიფემ ბრძანოს თუნდაც,
თუმცა კვალი აერია
არ გაივლის მაინც მრუდად,
თბილისელი ბიჭი ქვია
ისე მღერის როგორც უნდა.

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.1/10 (8 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +5 (from 5 votes)
გენო ნადირაშვილი - პატარა გოგო, 8.1 out of 10 based on 8 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!