კატეგორია: პოპ ირმა სოხაძე & რეზო ასათიანი – გაზაფხული მიდის

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,712

Irma Sokhadze & Rezo Asatiani – Gazafkhuli midis

მოიწმინდება ცა და,
ძველ გულს გაუხსნის მიწას,
მთვარე მეუფე ღამის,
ვარსკვალავებს მძივად კინძავს.

გათენება ხარ ჩემი,
ჩემი ნატვრა ხარ დილის,
ეს გაზაფხული ტკბილი
თვალის ხამხამში მიდის.

გათენება ხარ ჩემი,
ჩემი ნატვრა ხარ დილის,
ეს გაზაფხული ტკბილი
მიდის.

ხან მზის ამოსვლას გავხარ,
ხან გაელვებას ცაზე,
ქვეყნად შენ როცა მყავხარ
როგორ ვიფიქრო სხვაზე.

გათენება ხარ ჩემი,
ჩემი ნატვრა ხარ დილის,
ეს გაზაფხული ტკბილი
თვალის ხამხამში მიდის.

გათენება ხარ ჩემი,
ჩემი ნატვრა ხარ დილის,
ეს გაზაფხული ტკბილი
მიდის.

უკვე რამდენი წელი,
შენთვის მინდოდა მეთქვა,
შენ ხარ სიმშვიდე ჩემი,
ჩემი ნუგეშიც შენ ხარ.

სიხარული ხარ ჩემი,
დღესასწაული ბერთა,
შენ ხარ სინათლე ჩემი,
ჩემი სიმღერაც შენ ხარ.

გათენება ხარ ჩემი,
ჩემი ნატვრა ხარ დილის,
ეს გაზაფხული ტკბილი
თვალის ხამხამში მიდის.

გათენება ხარ ჩემი,
ჩემი ნატვრა ხარ დილის,
ეს გაზაფხული ტკბილი მიდის.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!