კატეგორია: პოპ 33ა – C’ est La Vie

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,666

33А – Cest La Vie
33ა / ნიაზ დიასამიძე – C’ est La Vie

წლები დავთვალე,
აზრი გავთალე.
წყალი დავლიე,
სხვასაც ვაცალე .

წერა მომინდა
გზები დავხატე.
ხმა ამოვიღე,
რითმი დავთვალე.

მიწა გავრეცხე,
ცრემლი დავღვარე,
ნისლი ვატარე
მზე ავაფარე.

ერთი ვიწამე,
ახლით ვაშენე.
ოქრო ვიპოვნე,
ვერ დავითვალე.

კარი გამიღო,
კარი გავუღე,
გზა დავინახე,
ლექსად ვაქციე.

მიწა გავრეცხე,
ცრემლი დავღვარე,
ნისლი ვატარე
მზე ავაფარე.

წლები დავთვალე,
აზრი გავთალე.
წყალი დავლიე,
სხვასაც ვაცალე .

წერა მომინდა
გზები დავხატე.
ხმა ამოვიღე,
რითმი დავთვალე.

ერთი ვიწამე,
ახლით ვაშენე.
ოქრო ვიპოვნე,
ვერ დავითვალე.

კარი გამიღო,
კარი გავუღე,
..გზა დავინახე,
ლექსად ვაქციე. X2

მიწა გავრეცხე,
ცრემლი დავღვარე,
ნისლი ვატარე,
მზე ავაფარე.

ისევ გზა, ისევ მზე,
ისევ შენ, ისევ მე, ისევ შენ.
ისევ გზა, ისევ მზე,
ისევ შენ, ისევ გზა, ისევ გზა, ისევ გზა…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
33ა - C' est La Vie, 10.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!