კატეგორია: პოპ მამუკა ჩარკვიანი – თეთრი ხომალდი

გამოქვეყნდა: Nov 24th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,804

Mamuka Charkviani – tetri khomaldi
(მუსიკა: ჯანსუღ/მამუკა ჩარკვიანი)

მისამღერი:
.. ამხელა წყალში, ამხელა წყალში
როგორ გაბედე, თეთრო ხომალდო,
ამოვარდება გრიგალი – დაგშლის,
გრიგალი დაგშლის და გაგიტაცებს.

ტალღაზე უფრო სწრაფად იარე,
რომ არ წაგიღონ თეთრმა ქარებმა.
უნდა იჩქარო, უნდა იჩქარო –
მოდის გრიგალი და გეზმანება.

გული უსკდებათ პატარა თევზებს
და უხარიათ ღელვა ზვიგენებს.
ზღვას ახატია გრიგალი გულზე
და ნაფოტებად აქცევს დიდ გემებს.

ეს გაუმარჯოს იმ დიდ მეზღვაურს,
რომელმაც ფსკერის გემო იგემა.
ვაშა, გრიგალო, შენს გულს, შენს ხმაურს,
შენი ტალღების ჩამორიგებას.

მისამღერი..
.. ამხელა წყალში როგორ გაბედე, თეთრო ხომალდო X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: -1 (from 1 vote)
მამუკა ჩარკვიანი - თეთრი ხომალდი, 8.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!