კატეგორია: პოპ ანანური – ეგ სახე

გამოქვეყნდა: Mar 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 14,330

Ananuri – Eg sakhe (Ali khar qali khar)

ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს, აფრქვევდი მინანქარს,
..ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ალი ხარ, ქალი ხარ – მითხარი ვინაა ხარ? X2

არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული,
მერე მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული,
.. უფრთხილდი ლამაზო მთა განა გულია,
აქ ყველგან ქარიშხლის ფრთას გადაუვლია X2

მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვარდები
ძვირფასო, საშველად ნუ დაგვიანდები,
..მე ყველა ნაპრალზე ეგ მეტად მაშინებს
კვლავ ხელი მომხვიე, კვლავ გადამარჩინე. X2

მივდივარ, მივყვები ჭიუხში მთამსვლელებს
ხან ქარი მიბერავს, ხან წვიმა მასველებს,
..მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია
წერაქვი მიჭირავს, წრიაფი მაცვია X2

ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს.
მაღალ მთებს, ქარაფებს, აფრქვევდი მინანქარს,
..ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს
ალი ხარ, ქალი ხარ – მითხარი ვინაა ხარ? X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.3/10 (4 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +7 (from 7 votes)
ანანური - ეგ სახე, 8.3 out of 10 based on 4 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!