კატეგორია: პოპ ლუიზა მანაშეროვა & ალექსანდრე პელეგი – ყოფნა–არყოფნის ზღაპარი

გამოქვეყნდა: Nov 21st, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,300

Luiza Manasherova & Alex Pelegi – Kofna arkofnis zghapari
(ტექსტი: სულო სეფიაშვილი, მუსიკა: ალექსანდრე პელეგი)

ახდენა რომ არ უწერია
ნაღდი ოცნება ის არი.
ამოხსნა რომ არ უწერია
ნაღდი ზღაპარი ის არი.

.. გახედვნა რომ არ უწერია
ნაღდი მერანი ის არი.
მზეს რომ ნატრობ და არა სჩანს
მზის მონატრება ის არი Х2

ქარი რომ მუხებს დალეწავს
ნამდვილი ქარი ის არი.
თოვლს რომ ელი და არ მოდის
ნაღდი ლოდინი ის არი.

.. თავსხმა წვიმა რომ არ წყდება
ნამდვილი წვიმა ის არის.
თავისუფლებას რომ ნატრობ
ვიდრე მიაღწევ ის არი Х2

რა ვქნა, რისთვისაც ვეწამე,
არაფერი არ ამიხდა.
თეთრ კვიცს მივდიე, ხელიდან
ოქროს თევზივით გამისხლტა.

.. და დავრჩით მე და ოცნება
ნაღდი ოცნება რა არი?
.. იყო და არა იყო რა
ყოფნა–არყოფნის ზღაპარი Х2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!