კატეგორია: პოპ თამრიკო ჭოხონელიძე – ჯადოქარი

გამოქვეყნდა: Nov 19th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,678

Tamriko Chokhonelidze – Jadoqari
(მუსიკა: შოთა მილორავა, არანჟ. გია მაჭარაშვილი,
ტექსტი: პეტრე გრუზინსკი – ნუ იფიცებ)

ნუ იცინი, ნუ ამაყობ,
მე შენს ცქერას დაღლას ვატყობ,
განშორების მძიმე სევდა
შენს თვალებში ამეტყველდა.

მაგ შენს ფაქიზ, მზიან ბაგეს
ვარდისფერი კვლავ რომ ადევს,
ღიმილს ვამჩნევ, უცხო ღიმილს
ნაწვალებს და ნაძალადევს.

მისამღერი:
.. შენს მზეს ვფიცავ სულ არ გავხარ
ტყეში გაჭრილ, ველურ ქალს,
.. ჯადოქარო შენ გიმღერი
სიყვარულის ჯადოქარს.

ლურჯთვალება ფერია ხარ
აფრენილი ლურჯი ციდან,
მაგ შენს თმებში შენი ქვეყნის
ცხრათვალა მზე ამობრწყინდა.

მაგრამ მაინც ნუ ამაყობ,
მე შენს ცქერას დაღლას ვატყობ,
ღიმილს ვამჩნევ უცხო ღიმილს
ნაწვალებს და ნაძალადევს.

მისამღერი…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.8/10 (4 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +4 (from 4 votes)
თამრიკო ჭოხონელიძე - ჯადოქარი, 7.8 out of 10 based on 4 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!