კატეგორია: პოპ VA – ფოთი

გამოქვეყნდა: Nov 17th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,114

VA – Poti
(ტექსტი: დარეჯან გეფერიძე. სოლისტები: ჯანო იზორია, დავით ჩაჩხიანი,
ირაკლი კორტავა, ტატო მაკალათია, მარტინ გამბარაშვილი & გიორგი ქვილითაია)

დილით მზის სხივის შუქზე, ტალღები აფრებს კრავს
ღამის სურნელი მათრობს, შენზე ფიქრები მკლავს
.. ჩემი ფოთია ასე, რომ ანანავებს ზღვას
და თოლიების გუნდი ცაზე კამარას კრავს X2

სიომ ჩურჩულით უთხრა მეც გამოგყვები თან
ჩემთან აგიყვან ცაში და განაცვალებ თავს,
.. ჭადრების ჩრდილი მიყვარს შენკენ რომ მიკვლევს გზას
და ტირიფების მწკრივიც რიონს უმშვენებს მხარს X2

აქ ელადიდან ისმის არგონავტების ხმა
ათასწლეულებს ითვლის ჭაღარა ფოთის გზა,
.. ის მელოდია ძველი ზღვას რომ უერთებს ხმას
ეს ხომ ფოთია ჩემი, გაჰყევი გულის თქმას X2

როგორ გაფრინდა გაქრა, ჩვენი ბავშვბის გზა
.. ასე ყოფილა გუშინ ასე, იქნება ხვალ X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
VA - ფოთი, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!