Dzmebi Kvernadzeebi – Kutaiso
ო, ქუთაისო, საქართველოს ტურფა ალაგო,
ყველა ქალაქზე უძველესო ჩემო ქალაქო
დავყურებ შენს ძველ ისტორიის ფურცლებს გადაშლილს,
აქ უმღერია სიყვარულზე ბესიკ გაბაშვილს.
მისამღერი:
.. აჟღერებულა აქ მრავალჯერ აკაკის ქნარი
არ დახშობია აქ სიმღერებს არასდროს კარი,
.. მედუდუნება სიამაყით ახლაც რიონი
მე ავღზარდეო ჩემს ნაპირზე გალაქტიონი X2
ო, ქუთაისო, ვიცი მეც და სხვებმაც იციან
აქ უმღერია ვალერიანს, გრანელს, ტიციანს,
რა გავაგრძელო, ხარ ქართული მუზის აკვანი
როგორ იქნება არ გიმღერო, არ გცე თაყვანი.
მისამღერი X2
ძმები კვერნაძეები - ქუთაისო,



GeoLyrics – რუსული ტექსტები
GeoLyrics – უცხოენოვანი ტექსტები
© GeoLyrics